სსიპ
მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო სკოლის უცხოური ენების კათედრის სხდომის
ოქმი
№ 1
გორი,სოფ.ზეღდულეთი 7.09.2021 წ.
სხდომის
დაწყების დრო: 12:00სთ
სხდომას
ესწრებოდნენ:
კათედრის
წევრები:
1.
ნ.გამხუაშვილი
2. თ.გოგიჩაიშვილი
3. თ.გოგლაძე
4. ნ. მშვიდობაძე
5. ნ. აბულაზე
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და
დირექტორის მოადგილე.
სხდომას
საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: 0
სხდომა
გახსნა დირექტორის მოადგილემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.
კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების
შესახებ:
მომხრე: 4
წინააღმდეგი: 0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
დღის
წესრიგი:
1.
კათედრის
თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა
2.
კათედრის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
3.
შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა;
4.
სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;
საკითხი
N1.კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა
მომხსენებელი: სსიპ მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე - ნარგიზა
აბულაძე
მოისმინეს:
ქალბატონმა ნარგიზა აბულაძემ
დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კათედრის მუშაობის პრინციპები და
გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული
„ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.
შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლამ უნდა აირჩიოს
კათედრის თავმჯდომარე. კათედრის სხდომების ოქმების წარმოებისათვის კი საჭიროა
არჩეულ იქნეს მდივანი. ნ.აბულაძემ დეტალურად აღწერა კათედრის თავმჯდომარის
ფუნქციები, მათ შორის კათედრის შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება,
ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა; სკოლის მართვის ორგანოებისათვის
კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება; პროფესიული
განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება;
ქალბატონმა ნ.გამხუაშვილმა
კათედრის წევრებს მოუწოდა წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები თავმჯდომარისა და
მდივნის კანდიდატურაზე.
აღნიშნულ
საკითხზე აზრი გამოთქვეს: მასწავლებელმა თ. გამხუაშვილმა კათედრის
თავმჯდომარედ დაასახელა ნ.მშვიდობაძე , ხოლო მდივნად ნ.გამხუაშვილი. მან ხაზი გაუსვა დასახელებული
კანდიდატების განათლებას, გამოცდილებას,
მათ კვალიფიციურობასა და დასაკავებელ თანამდებობებთან შესაბამისობას.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი
ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 3
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
სასწავლო წლის ვადით 2021-2022 კათედრის
თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს
ნ.მსვიდობაძე, ხოლო მდივნად
თ.გოგიჩაიშვილი.
საკითხი N2.
კათედრის სამოქმედო გეგმის
დამტკიცება
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე
ნ.მშვიდობაძე
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა
თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის
მე-5 პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორჯერ.
კათედრის ეფექტურად
მუშაობისათვის საჭიროა შემუშავებულ იქნეს კათედრის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება
კათედრის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი
განხორციელების პერიოდი. მან კათედრის წევრებს გააცნო 2021-2022 სასწავლო წლის კათედრის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.
აზრი გამოთქვა: ნ.გამხუაშვილმა
აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა კათედრაში გაერთიანებულ ყველა პედაგოგს
აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა.
სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა
კენჭი ეყარათ კათედრის სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი სახით.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 4
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
დამტკიცდეს უცხოური ენების კათედრის 2021-2022 სასწავლო
წლის სამოქმედო გეგმა დანართი N1-ის შესაბამისად.
საკითხი N3. გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და სასწავლო
რესურსების შერჩევა;
მომხსენებელი: სსიპ მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო სკოლის კათედრის თავმჯდომარე ნ.მშვიდობაძე.
მოისმინეს:
ქალბატონმა/ბატონმა მ.მსვიდობაზემ დამსწრე
საზოგადოებას შეახსენა, რომ 2012 წელს შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები
სკოლაში მოქმედებდა 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, 2020 -2021 სასწავლო წლის
ბოლოს ვადა გაუვიდა VII-XII კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, თუმცა, ახალი
სახელმძღვანელოების არარსებობის გამო, სსიპ მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო
სკოლამ უცვლელად უნდა დატოვოს და VII-XII კლასებში სწავლება უნდა გააგრძელოს 2012
წელს არჩეული სახელმძღვანელოებით.
ქალბატონმა ნ.მშვიდობაძემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ 2012
წელს VII-XII კლასის სახელმძღვანელოებს გრიფი მიენიჭათ 6
წლის ვადით. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებით დამტკიცებული
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“
21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველა იმ სახელმძღვანელოს/სერიას, რომელსაც
გრიფი ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების
წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე აქვს მინიჭებული,
გრიფის მოქმედების 6-წლიანი ვადა გაუგრძელდა 1 წლით.
ქალბატონმა
ნ.მშვიდობაძემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების
დანართით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის
მიხედვით, მასწავლებელს უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმის 25-ე
მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების გარდა,
სწავლებისას დამატებითი რესურსის სახით გამოიყენოს სხვა საგანმანათლებლო რესურსი
და თვალსაჩინოება.
აღნიშნულიდან
გამომდინარე, კათედრის სხდომაზე მასწავლებლების მიერ მოხდა სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსისა და თვალსაჩინოების შერჩევა.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი
ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 4
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
- უცვლელად დარჩეს 2012 წელს შერჩეული
გრიფირებული სახელმძღვანელოები 2018-2019 სასწავლო წლისთვის;
- 2020-2020 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი
სასწავლო რესურსების ჩამონათვალი განისაზღვროს დანართი N3 შესაბამისად.
საკითხი N4. შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების
განხილვა
მომხსენებელი: მ. მშვიდობაზე
მოისმინეს: ქალბატონმა თ.გოგიჩაიშვილმა, ნ.გამხუასვილმა,
თ.გოგოლაძემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა,
რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის
№40/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ შესაბამისად,
თითოეული მასწავლებლის მოვალეობაა გააკეთოს შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
კერძოდ, კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი
დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა
იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის
სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული
შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე,
მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი
დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი
ვიზუალური მასალა. კათედრის ფუნქციაა, კოორდინირება გაუწიოს მასწავლებელების მიერ
შემაჯამებელი დავალებების ჩატარებას და მოახდინოს შემაჯამებელი დავალებების
ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ანალიზი.
ნ.მშვიდობაძემ
კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს შესთავაზა
სკოლის დირექციასთან ერთობლივად
შემუშავებული შემაჯამებელი
დავალების ანალიზების ფორმების გადახედვა, რომლის
მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ მასწავლებლებმა მიმდინარე სასწავლო წელს.
აზრი გამოთქვა: ნ.გამხუაშვილმა
აღნიშნა, რომ შემაჯამებელი
დავალებების ანალიზი გვიჩვენებს
მოსწავლეების მიერ მიმდინარე
თემების ათვისების ხარისხს, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს,
შედეგების გაუმჯობესების მიზნით, ინდივიდუალურად იმუშაოს მოსწავლეებთან.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი
ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 4
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
კათედრის წევრებმა
იხელმძღვანელონ წარმოდგენილი შემაჯამებელი
დავალების ანალიზების ფორმებით (
იხ. შემაჯამებელი დავალების ნიმუში
(დანართი N4)
საკითხი N5. სასწავლო პროცესის დაწყებისათვის
მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება
მომხსენებელი: სსიპ მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო
სკოლის მოადგილე ნ.აბულაძე კათედრის
თავმჯდომარე ნ.მშვიდობაძე.
მოისმინეს:
ქალბატონმა ნ. მშვიდობაძემ
დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა სკოლის მიზნები, კათედრის როლი სკოლის
განვითარებაში, კათედრის წევრთა ფუნქციები.
სასწავლო პროცესის დასაწყებად
სკოლის დირექციის მიერ ყველა პირობაა შექმნილი. შესაბამისად, სასწავლო პროცესის
წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა მასწავლებელთა მხრიდან სამუშაო პროცესის
აქტიურად წარმართვა და პროექტების შემუშავება, რომელშიც ჩაერთვებიან სკოლის
მოსწავლეები.
მან ასევე ისაუბრა
კოორდინირებული მუშაობის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ წარმატებული მუშაობისათვის
აუცილებელია საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება. კათედრა მიმდინარე სასწავლო წელს გეგმავს სხვადასხვა თემებზე ღია
და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებას, რაშიც სასურველია თითოეული მასწავლებელი
ჩაერთოს და სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე აქტივობა განახორციელოს.
კათედრის
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს დაავალა ერთობლივად შეიმუშაონ 2021-2022 სასწავლო
წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების/ღონისძიებების გეგმები
იმდაგვარად რომ თითოეული აქტივობა მორგებული იყოს და პასუხობდეს COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევას.
აზრი
გამოთქვა: თ.გოგალშვილმა აღნიშნა, რომ ღია გაკვეთილის ჩატარებისას მოსწავლეები
ეჩვევიან დამსწრე საზოგადოების წინაშე თავის წარმოჩენას, ეს ხელს უწყობს
პრეზენტაციის უნარის გამომუშავებას. ღია გაკვეთილის დროს მოსწავლე კონკრეტულ
თემაზე ახდენს კონცენტრირებას და მეტად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
ამასთანავე კლასი აქტიური ხდება ჯგუფური
მუშაობის თვალსაზრისითაც.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მიმართა კენჭი ეყარათ აღნიშნული
საკითხისათვის
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 4
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნეს მიღებული კათედრის
თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სასწავლო პროცესის დაწყებისათვის
მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.
სხდომის დასრულების დრო:12: 45 სთ
კათედრის
თავმჯდომარე: ნ.მშვიდობაძე.
მდივანი:
ნ.გამხუაშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий