კათედრის ოქმი#3

 

სსიპ მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის  საჯარო სკოლის უცხოური კათედრის

 სხდომის ოქმი N 3

 

გორი,სოფ.ზეღდულეთი                                                                               18:04. 2022 .

სხდომის დაწყების დრო: 13:00 სთ.

 

 

სხდომას ესწრებოდნენ კათედრის წევრები:

1.  ნ.გამხუაშვილი

2. თ.გოგიჩაიშვილი

3. თ.გოგლაძე

4. ნ. მშვიდობაძე

 

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე.

 

 

სხდომა გახსნა კათედრის თავმჯდომარემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ ხომ არ სურდათ რაიმე საკითხის დამატება.

 

დღის წესრიგი:

  1. კათედრის წევრთა შორის ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხის განხილვა.

 

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

 

მომხრე  4

წინააღმდეგი -0

 

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით:

 

საკითხი N1. კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების განხილვა

 

მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე - ნ.მშვიდობაძე

 

მოისმინეს: თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ და „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კათედრის ფუნქციაა: ,,კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება“, ,,ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის“. მისი  მოსაზრებით, ურთიერთდასწრება პედაგოგებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ აქტუალური პრობლემები, შეიმუშაონ გადაჭრის გზები და მიიღონ მეტი გამოცდილება. ყოველივე ეს ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებას. მითუფრო იმ პირობებში, როცა სრულიად შეცვლილია დღეს სტანდარტული მოცემულობა და პედაგოგებს საქმინობის განხორციელება სრულად არაორდინალური სიტუაციაში უწევთ.

 

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია დისტანციური სწავლების პროცესში პედაგოგების მიერ მოსაზრებების გაცვლა, ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავება, რათა უფრო ეფექტური და მოსწავლეზე ორიენტირებული გახდეს დისტანციური სწავლება.

 

კათედრის წევრის ნ.გამხუასვილის მოსაზრებით პედაგოგებს უნდა ქონდეთ სისტემატიური კომუნიკაცია ერთმანეთთან გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში. უნდა იყოს აქტიური მსჯელობა პრობლემეზე, რომელსაც წავაწყდებით ამ პროცესში, ერთად ვეძიოთ გადაჭრის გზები, რათა მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ მოსწავლეთათვის განათლების მიცემა.

 

კათედრის სხდომაზე განხილულ იქნა კათედრის წევრთა თანამშრომლობის შედეგად მიღებული განხილვა-შეფასებები, რა დროსაც გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა გადაჭრისა და აღმოფხვრისათვის უნდა დაიგეგმოს განსახორციელებელი ღონისძიებები.  

 

კათედრის წევრებმა ასევე განიხილეს დირექტორის მოადგილისა და კათედრის თავმჯდომარის მოსაზრებები. კათედრის თავმჯდომარის აზრით, სასურველია უფრო აქტიურად მოხდეს დამატებითი სასწავლო რესურსების მოძიება და ეფექტურად გამოყენება, რიგ შემთხვევებში უმჯობესი იქნება გაკვეთილებზე გამოყენებული იყოს სხვადასხვა საინტერესო დავალებები, ასევე გადაიხედოს შეფასების სისტემა და მორგებული იქნეს არსებულ რეალობაზე, რათა მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი გაიზარდოს.

 

თავმჯდომარის მოსაზრებით ურთიერთ თანამშრომლობა პედაგოგებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ აქტუალური პრობლემები, შეიმუშავონ გადაჭრის გზები და მიიღონ მეტი გამოცდილება. ყოველივე ხელს უწყობს როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარებას, ასევე მოსწავლეთათვის მიწოდებული სწავლის ხარისხის გაზრდას.

 

აზრი გამოთქვა: თ.გოგოლაძემ აღნიშნა, რომ მასწავლებელთა აქტიური თანამშრომლობა პედაგოგებს დაეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებასა და უკეთესი შედეგის მიღწევაში.

 

სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.

 

კენჭისყრის   შედეგები:

 

მომხრე -4

წინააღმდეგი- 0

 

დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული მოსაზრება, კათედრის წევრთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.

 

სხდომის დასრულების დრო: 13:40

 

კათედრის თავმჯდომარე: ნ.მშვიდობაძე

 

მდივანი: ნ.გამხუაშვილი

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий