შეფასება უცხოურ ენაში

შეფასების კომპონენტები უცხოურ ენებში

საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები

შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები

ენობრივი ცოდნა და უნარები

  • ლექსიკური ცოდნა
  • გრამატიკული ცოდნა
  • ლექსიკური და გრამატიკული უნარ-ჩვევები (ცოდნის კონტექსტში გამოყენება)
  • გამოთქმა
  • მართლწერა

კომუნიკაციური უნარები

  • კითხვა-გაგება
  • ხმამაღალი კითხვა
  • მოსმენა-გაგება
  • ზეპირი კომუნიკაცია (ინტერაქცია, გაბმული ლაპარაკი, ზეპირი გამოსვლები)
  • წერითი კომუნიკაცია

კულტურა

  • შესწავლილი საკითხების ცოდნა
  • კულტურული თავისებურებების ამოცნობა-გაანალიზება

სასიცოცხლო უნარ-ჩვევები

  • შემოქმედებითობა
  • თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან)
  • სასწავლო სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება (კითხვის, წერის, მოსმენისა და ზეპირმეტყველების)
  • სტრატეგიების გააზრებულად  გამოყენებასასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით
  • სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი

უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით

  • სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოებით (სწორი ფორმის ამოცნობა, ფორმის/კონსტრუქციის ტრანსფორმირება ნიმუშის მიხედვით, კონტექსტის მიხედვით სწორი ფორმის წარმოება, შეცდომების ამოცნობა-გასწორება, სინონიმებისა და ანტონიმების დაკავშირება/მოფიქრება, ნაკლულ ტექსტში სიტყვების ჩასმა და სხვა);
  • სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანის გადაჭრა (შემოხაზე სწორი ვარიანტი; მონიშნე, სწორია თუ არა; იპოვე სწორი თანამიმდევრობა, ამოიცანი უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით, შეაფასე შენი მეწყვილის/საკუთარი ნაწერი, შეაფასე გამომსვლელები და სხვა);
  • სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (გაინაწილეთ როლები და გაითამაშეთ მეწყვილესთან ერთად, ჩამოართვი ინტერვიუ თანაკლასელს, წარმოადგინე კლასის წინაშე შენი ჯგუფის ნამუშევარი, გადმოეცი შენი მოსაზრება და დაასაბუთე, იმსჯელე, დაახასიათე, მოყევი და სხვა);
  • სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (მისწერეთ წერილი მეგობარს ზაფხულის არდადეგების შესახებ, მოამზადეთ ჯგუფურად სტატია ცნობილი მსახიობის შესახებ, შეადგინეთ ბიოგრაფიული ცნობარი, დაასრულეთ ამბავი, დაიყავით ჯგუფებად და შეადგინეთ კინორეკლამა/ტურისტული გზამკვლები; დაწერეთ, თქვენი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ, დაასაბუთეთ და სხვა);
  • პროექტის განხორციელება.

შენიშვნა: დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს:

  • ხმამაღალი კითხვა
  • ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
  • გამოწერა
  • გადაწერა
  • კარნახით წერა

შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს უცხოური ენების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს უცხოური ენების სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებს.

შემაჯამებელ დავალებათა ტიპები

     სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება უცხოური ენების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:

  • მოსმენილი ან ზეპირი ტექსტის გაგება - გააზრება
  • სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა
  • როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში მონაწილეობა
  • ინტერაქცია კონკრეტული საკითხის/თემის ირგვლივ
  • საუბარი კონკრეტული თემის/საკითხის შესახებ
  • ზეპირი მოხსენება
  • განხორციელებული პროექტი
  • და სხვა

 

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები

  • დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული (კითხვა, მოსმენა) დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
  • ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
  • 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
  • მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა  ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

 

ზოგადი რუბრიკის ნიმუში:

შეფასების ზოგადი რუბრიკა წერითი და ზეპირი შემაჯამებელი დავალებებისათვის

 

}   პირობასთან შესაბამისობა

}   კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

}   ენობრივი უნარ-ჩვევები

}   შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

 

კონკრეტული რუბრიკების ნიმუშები

ნიმუში 1. შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში

დავალების პირობა: მოცემულ სურათზე დაყრდნობით შეადგინე და მოყევი ამბავი - რა ხდებოდა სურათის გადაღებამდე ორი-სამი საათით ადრე და რა მოხდა შემდეგ. დააზუსტე პერსონაჟთა ვინაობა, დაახასიათე ისინი, გადმოეცი ამბები, მიუთითე მოქმედებათა თანამიმდევრობა, დრო და ადგილი. საუბრის მინიმალური დრო - 2 წუთი

კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი ზეპირი დავალებისათვის

ქულები

პირობასთან შესაბამისობა

 

იცავს დროის ლიმიტს

0 - 1

იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს

0 - 1

კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

 

თანამიმდევრულად აღწერს/გადმოსცემს მოქმედებებს

0 - 1

განსაზღვრავს მოქმედების დროსა და სივრცეს

0 - 1

ენობრივი უნარ-ჩვევები

 

იყენებს ნასწავლი დროის გამომხატველ გრამატიკულ კონსტრუქციებსა და ენობრივ ფორმებს

0-2

ადეკვატურად იყენებს ზმნის წარსული დროის გამომხატველ ფორმებს

0 - 1

იყენებს ნასწავლ ლექსიკას

0 - 1

შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

 

ავლენს ფანტაზიის უნარს, ორიგინალურობას

0 - 1

იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით

0 - 1

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10                                        წყარო

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий