ჩემი გატაცებები

 

საგანი: რუსული ენა (მეორე უცხო ენა)

კლასი: IX

თემა:  ჩემი გატაცებები ( ჰობი).

 

სამიზნე ცნება :  ზეპირი კომუნიკაცია    (შედეგები: 1, 2, 3, 4, 5, 8 ) 

       

კომპლექსური დავალების პირობა:  წარმოადგინე პრეზენტაცია Power Point-ში და უამბე შენს თანატოლებს  შენს გატაცების შესახებ.

 

ამისათვის გამოიყენე საჭირო და შესაბამისი ლექსიკური მარაგი, რომელიც შეისწავლე აღნიშნული თემის გავლისას. ( заниматься, увлекаться, интересоваться, увлечение, хобби и т. д.) ასევე გამოიყენე საჭირო ენობრივი საშუალებები, არა ვერბალური ხერხები და გრამატიკული მასალა

 

ისაუბრე:  

·         წარადგინე პრეზენტაციის თემა, მიზანი.

·         ისაუბრე რით ხარ გატაცებული?

·         რატომ მოგწონს შენი ჰობი?

·         რამდენი ხანია, რაც დაკავებული ხარ შენი გატაცებით?

·         გქონია თუ არა სხვა გატაცებები?

·         ახლა რა გაინტერესებს ყველაზე მეტად?

·         დაუკავშირებთ თუ არა თქვენს გატაცებას მომავალ პროფესიას?

·         საუბრისას ყურადღება მიაქციე ინტონაციას, მახვილებს, ჟესტიკულაციას.

 

დავალების წარდგენის შემდეგ იმსჯელე:

·         რამდენად ეფექტიანად წარუდგინე თანაკლასელებს პრეზენტაცია შენი გატაცებების შესახებ? რამდენად ეფექტიანად გამოიყენე ამისთვის საჭირო ენობრივი  საშუალებები და არა ვერბალური ხერხები? (მკვ.1);

·         როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით  აითვისე პრეზენტაციისთვის საჭირო ენობრივი მასალა? რამდენად ეფექტიანად მოემზადე  პრეზენტაციისთვის?

(მკვ. 2)

·         რომელმა სტრატეგიამ  შეგიწყო  წინსვლაში ხელი? რომელი სტრატეგიების გამოყენება დაგეხმარება   უკეთესი შედეგის მიღწევაში (მკვ. 3) 

გამოყენებული რესურსები:

 https://learningapps.org/watch?v=pawzwzeuj20 - ჰობი   

https://learningapps.org/watch?v=p9r6b89xk20 - ზმნები  

https://learningapps.org/watch?v=pn4zbhavn21 - პროფესიები






გა


Комментариев нет:

Отправить комментарий