კათედრის ოქმი #2

                                  

სსიპ მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის  საჯარო სკოლის უცხოური ენების კათედრის სხდომის

                                                                                           

სხდომის ოქმი N 2

 

                                                                               10 იანვარი 2022 წელსხდომის დაწყების დრო 13:00 სთ

           

 

კათედრის თავმჯდომარე: ნ.მშვიდობაძე

მდივანი:  ნ.გამხუაშვილი

 

სხდომას ესწრებოდნენ კათედრის წევრები:

 1.  ნ.გამხუაშვილი

2. თ.გოგიჩაიშვილი

3. თ.გოგლაძე

4. ნ. მშვიდობაძე

 

დღის წესრიგი:

1.    პირველი სემესტრის შეჯამება და მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა;

 

კენჭი ეყარა წარმოდგენილ დღის წესრიგს:

მომხრე  4

წინააღმდეგი - 0

 

საკითხი N1. პირველი სემესტრის შეჯამება და მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა;

მომხსენებელი: სსიპ მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის  საჯარო სკოლის უცხო ენის კათედრის თავმჯდომარე: ნ.მშვიდობაძე

 

მოისმინეს:  ქალბატონმა ნონამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია განვლილი სემესტრისა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ. მან საგნების მიხედვით განიხილა თითოეული კლასის მოსწავლეთა პირველი სემესტრის შეფასებები და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც თან ახლდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლას, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებები არ გაუარესებულა, ზოგიერთ ნაწილში გაუმჯობესდა კიდეც, რაც მასწავლებლების ეფექტური საქმიანობის შედეგია, მან იმედი გამოთქვა, რომ მასწავლებლები მეორე სემესტრშიც განაგრძობენ აქტიურ მუშაობას და ადაპტირებას შეცვლილი სამუშაო გარემოსადმი. 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გამოიკვეთა საკმაოდ მაღალი შედეგები, რაც მუთითებს მასწავლებლების მუშაობის მაღალ ხარისხზე. უნდა აღინიშვოს, დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადასვამ გვაიძულა თექნოლოეგიების მეტად გამოყენება. იმისთვის, რომ დაგვეძლია უკეთ პროგრამა რუსული ენის მასწავლებელმა  შექმნა ბლოგი სასწავლო რესურსების გამოყენების სხვადასხვა შინაარსობრივი თემატიკით, რაც დაეხმარა მოსწავლეებს უფრო ადვილად ენის შესწავლაში და დროის დაზოგვასი

 

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ინგლისური ენის მასწავლებელმა თ.გოგიჩაიშვილმა  და გერმანული ენის მასწავლებელმა თ.გოგოლაძემ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ პედაგოგებმა არაერთი მეთოდი შეიმუშავეს, რათა დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავლეთათვის სასწავლო რესურსი სხვადასხვა აქტივობებით მაქსიმალურად საინტერესოდ მიეწოდებინათ, რაც აისახა კიდეც საბოლოო შედეგზე.

 

 

მასწავლებლებმა დადებითად შეაფასეს პირველ სემესტრში უცხო ენის კათედრის მიერ გაწეული მუშაობა და მოსწავლეთა აკადემიური შედეგები.

 

კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.

 

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე  - 4

წინააღმდეგი - 0

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა: ცნობად იქნეს მიღებული პირველი სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგები.

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.

 

სხდომის დასრულების დრო 14:00 სთ

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                          / ნ.მშვიდობაძე/  

 

სხდომის მდივანი:                                                                     /ნ.გამხუაშვილი/

 

Комментариев нет:

Отправить комментарий